
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყო მიწისქვეშა სანიაღვრე ქსელი, ასევე დაგეგმილია გზის მოწესრიგება, დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა გრანიტის ქვაფენილიანი ტროტუარები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს “ბილტმორი” ასრულებს.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს