Logo

ბორჯომში, კოსტავას სახელობის ბაღში ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც უფროსკლასელები ესწრებოდნენ

საზოგადოება
989
Frontnews image description

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდმა“ პანდემიით გამოწვეული სირთულეების საპასუხოდ, ახალგაზრდებისა და მოზარდების მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, ბორჯომში, კოსტავას სახელობის ბაღში  ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც საჯარო სკოლების უფროსკლასელები ესწრებოდნენ. ტრენინგის მიზანი პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ხაზგასმა და სანიტარული პრაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება იყო. ტრენინგს  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნინი ბუაძე უძღვებოდა. 

ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და COVID 19-ის  წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ქცევითი რეკომენდაციების დაცვა.

ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა პირველადი ჰიგიენის საშუალებების  სასაჩუქრე ნაკრები.

პროექტს "ჰელფინგ ჰენდი“, გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

(R)

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები