
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოედანზე უკვე მიმდინარეობს ქვაფენილის დაგების სამუშაოები, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე.
კოსტავას სახელობის პატარა პარკში ხორციელდება ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარე-განათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი. სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს