ბორჯომში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს


ავტორი
Front News საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
“შპს ხარაზი” (ს/კ 426138324, მისამართი: ბორჯომის, გრ.რობაქიძის N62 ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.
ამასთან, სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს