
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში მასშტაბური საგაზაფხულო დასუფთავებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დასუფთავებით სამუშაოებს ა(ა)იპ ბორჯომის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან” ერთად “ბორჯომის გამწვანების სამსახური” ახორციელებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში, სუფდავდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ინტენსიურ რეჟიმში ხდება საფეხმავლო ბილიკებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტომოსაცდელების, მოაჯირებისა და ურნების რეცხვა. ასევე, ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ქვა-ღორღისაგან იწმინდება ქალაქის ქუჩები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ხდება ქუჩების რეცხვა.
ცენტრალური ქუჩების დასუფთავების შემდეგ დაიწყება სხვადასხვა უბნების დასუფთავება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს