ბორჯომში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა.გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა გიორგი ფერაძემ და ჯუმბერ კურტანიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს და საგალობლები შეასრულეს ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლებმა.
მოგვიანებით ხელმძღვანელმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა “ძმათა სასაფლაოზე“ გადაინაცვლეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ბორჯომში ფაშიზმე გამარჯვების დღე სამამულო ომის ვეტერანების გარეშე აღინიშნა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს