ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, განხორციელდა ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია და ავტობუსის სადგომები მოეწყო მეტალის კონსტრუქციით. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდა ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო.
ამასთან, მოეწყო ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოწესრიგდა კანალიზაციის ქსელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს