
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავტოფარეხის რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი განხორციელდა, ადმინისტრაციულ შენობას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მეტალის კონსტრუქციით მოეწყო ავტობუსის სადგომები. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდა ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო. ამასთან, მოეწყო ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოწესრიგდა კანალიზაციის ქსელი.
სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
განახლებული ავტობაზა 17 მუნიციპალურ ავტობუსს მოემსახურება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს