
ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2 , აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვალება სახურავი, აივნი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და განათება. ასევე, მესხეთის ქუჩის N35 და N61 მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებულ ღობეს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
ბორჯომის მერია, ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ბორჯომში შვიდი მრავალბინიანი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს