
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წელს ქალაქს ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა კი ნაძვის ხისთვის ახალი დეკორაციები და განათება შეიძინა.
მოსული სტუმრების განწყობაზე “Goofy Land”-მა იზრუნა.
ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ჯუმბერ კურტანიძე და ნიკოლოზ კიკნაძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს