ბორჯომში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვეს

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ზაალ გელაშვილთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ოთარ არბოლიშვილთან ერთად ბორჯომში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გამორჩეული და სამაგალითო ინიციატივაა. ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის მოტივაციის გაზრდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე 2023-2024 წლის 53 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა. ღონისძიების ფარგლებში ასევე, მოეწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
ბორჯომი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


