
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი იზეიმეს.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მამა იოანემ ( ხეცურიანი) ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მუნიციპალიტეტის პირველი პირები ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ოთარ გელაშვილს, გიორგი ჩადუნელს და თამარ სტაჟაძეს სახლში ესტუმრნენ, საჩუქრები გადასცეს და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ომის ვეტერანებს 300 ლარი, მათთან გათანაბრებულ პირებს კი 100 ლარი გადასცა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს