ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღინიშნა. გამარჯვების სკვერში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
მერმა ოთარ არბოლიშვილმა მეორე მსოფლიო ომში, ქართველთა თავდადებაზე ისაუბრა.
“ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ომის ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს. მათი წვლილი განუზომელია კაცობრიობის წინაშე",- განაცხადა ბორჯომის მერმა.
მამა ალექსანდრემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა "ძმათა სასაფლაოზე" მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს