ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 229 995 ლარი გამოიყო.
თაგები:
ბორჯომი




