
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავებისა და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება – სახურავები, ხის კარ-ფანჯრები ალუმინისა და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრებით, აივნების მოაჯირები, ასევე შებათქაშდება ფასადები, ცოკოლი მოპირკეთდება ბუნებრივი გრანიტით, ფასადებზე მოეწყობა დეკორატიული განათება.
“საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.
ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში, ჯამში, 11 მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს