
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის სანაპიროზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება. პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება დემონტაჟის სამუშაოები, ტერიტორია კეთილმოეწყობა. განთავსდება გარე-განათება. მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები და სასმელი წყლის ბიუვეტი. სკვერი გამწვანდება.
დაგეგმილ სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, ქალაქ ბორჯომში მერის წარმომადგენელი ნანა ჭალიძე, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ნინო გიუაშვილი და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი გიორგი კობრავა გაეცნენ.
სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „ქართლი“ შეასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 1 342 949 ლარს შეადგენს.
სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულება ოქტომბერში იგეგმება.
(R)
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს