
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სკვერის ტერიტორია დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებელი და საბავშვო სივრცე, განთავსდება სკამები და ფანჩატური, დამონტაჟდება გარე-განათება. სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
სკვერის მოწყობა ივნისის პირველ ნახევარში დასრულდება. პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
(R)
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს