
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2-ში, ე.წ. ექიმების ბინის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, რომელიც შეიფუთება ახალი სტანდარტების შესაბამისი მასალით HPL და ფიბროცემენტის პანელებით, ასევე განახლდება აივნები და შეიცვლება კარ-ფანჯარა, მოეწყობა შენობის დეკორატიული განათება.
ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 137 057 ლარით ფინანსდება.
მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2, აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს