Logo

ბორჯომში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო

საზოგადოება
845
Frontnews image description

ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო. სურსათის გაცემის პროცესს ბორჯომის მერის მოადგილე სოსო რაზმაძე ადგილზე გაეცნო. 

სასურსათო პაკეტი 12 სახეობის პროდუქტს მოიცავს. ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი" სასურსათო პაკეტებს 11-ვე საბავშვო ბაღის 840 აღსაზრდელს გადასცემს.

სურსათი დაურიგდა ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 91 აღსაზრდელს.

სასურსათო პაკეტებს, ბორჯომის მერია პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემს.

თაგები:

Advertisement