
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში ტყის განახლების ხელშეწყობის მიზნით გამწვანების აქცია მოეწყო.
ხანძრის შედეგად სრულად განადგურებულ 250 ჰექტარზე აქციის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა და სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დარგეს.
ტყის განაშენიანების აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტები, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
აქციის მიზანი ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენაა.
თაგები:
სამხედროები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს