
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, შვიდ ღირსშესანიშნავ ადგილზე, საყვავილე საინფორმაციო დაფები დამონტაჟდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საინფორმაციო დაფაზე დატანილია ინფორმაცია კონკრეტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, საყვავილე დაფებს გააჩნია როგორც საინფორმაციო, ასევე დეკორატიული ფუნქცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბორჯომის, როგორც ტურისტული ქალაქისათვის.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებმა ჩვენი ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული ადგილების შესახებ სწორი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. თითოეულ ლოკაციაზე ორ ენაზეა განთავსებული ინფორმაცია ადგილისა თუ ძეგლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ სრულად მოვიცვათ ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ეტაპობრივად მოვახდინოთ საინფორმაციო დაფების დამონტაჟება“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს