Logo

ბორჯომში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძრის საძირკველი აკურთხეს

საზოგადოება
1260
Frontnews image description

ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი დანიელის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზი ლუკას (რუსაძე) ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ლიკანში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდება.

ტაძრის საძირკვლის კურთხევას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – გიორგი ფერაძე და ნიკოლოზ კიკნაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement