
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის 2,2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა.
აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი-ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში, 12 კმ-მდე გზის მონაკვეთი დაიგება.
“სოფელ ტაბაწყურში მდებარეობს ულამაზესი ტბა, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს