
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განახლება-რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობის გარე ექსტერიერი. ასევე, შეიცვალა იატაკი, სახურავი, მოპირკეთდა ჭერი და მოეწყო ალუმინის ვიტრაჟები.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანია, საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ, ასევე, საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ ტურისტებისთვის შეთავაზებული პროდუქტი: ინფორმირება ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული დანიშნულების ობიექტების შესახებ, როგორიცაა: განთავსებისა და კვების ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგი, ინფორმირება ბორჯომში არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ადგილების შესახებ, როგორიცაა: მუზეუმები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, დაცული ტერიტორიები და სხვა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს