ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს.
“სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.
კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა;
ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება 13 შემთხვევაში – კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის ნიმუშებში.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს დაევალათ მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის გამოთხოვა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეული წარმოშობის სურსათის პესტიციდების შემცველობას და ქიმიურ მაჩვენებლებზე შემოწმებას განაგრძობს. წლის განმავლობაში 300 ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევაა დაგეგმილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სურსათის ეროვნული სააგენტო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს