Logo

"ბრალდებული მონაზონი თეკლა სრულიად განიკვეთოს სამონაზვნო დასიდან, დაყვანილ იქნეს ერისკაცობამდე და დაუბრუნდეს ერის სახელს"

საზოგადოება
58
Frontnews image description

ბრალდებული მონაზონი თეკლა სრულიად განიკვეთოს სამონაზვნო დასიდან, დაყვანილ იქნეს ერისკაცობამდე და დაუბრუნდეს ერის სახელს. მან აღიარა, რომ ამზადებდნენ მღვდელმთავრის სიცოცხლის მოსპობისთვის საწამლავის გამოყენებით, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განცხადებაშია აღნიშნული. 

ეპარქიის განცხადებით, მას აეკრძალება სამონაზვნო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. 

"მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლო

1.1 საეპისკოპოსო სასამართლოს შემადგენლობა
თარიღი: 24.12.2025.
თავმჯდომარე: მარნეულისა და ჰუჯაბის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გიორგი(ჯამდელიანი)
მონაწილეობდნენ: არქიმანდრიტი ზენონი (დადვანი), დეკანოზი აკაკი ლიპარტელიანი, დეკანოზი ექვთიმე კურდღელია, დეკანოზი გიორგი ჩიქოვანი, დეკანოზი მათე რომანიშვილი, მღვდელი პეტრე პეტრიაშვილი, თორნიკე გოგლიძე.
1.2. საქმის გარემოებები და განხილვა
საქმე აღძრულია საეპისკოპოსო სასამართლოში მარნეულისა და ჰუჯაბის წევრ მონაზონ თეკლას (კუბლაშვილი) წინააღმდეგ.

2025 წლის ხუთ მაისს, მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი), ურჩობისა და თვითნებობის გამო განტევებულ-იქნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიიდან.ამავე წლის ორ ივნისს მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) უკავშირდება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) და  ამცნობს კონკრეტული მძიმე დანაშაულის შესახებ.დანაშაული მდგომარეობდა შემდეგში: მან მღვდელმთავრის და ეპარქიის წევრ სასულიერო პირთა წინაშე საჯაროდ აღიარა,რომ ერთი წლის მანძილზე გადაბირებული იყო კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის მიერ და მათგან იღებდა სხვა და სხვა დავალებებს.გაჰქონდა საეპისკოპოსო რეზიდენციიდან პრივატული საუბრები და კონფიდენციალური ინფორმაციები. ასევე, მან აღიარა, რომ მას ამზადებდნენ მღვდელმთავრის სიცოცხლის მოსპობისთვის საწამლავის გამოყენებით.მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი დანაშაულებისა, მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) მამობრივი შემწყნარებლობით ისევ იქნა მიღებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში და სინანულისთვის დროებით გაგზავნილ-იქნა კონკრეტულ მონასტერში, საიდანაც ჩვენთვის უცნობი გარემოებებით აღმოჩნდა ერში, სადაც იგი მის მიერვე მხილებულ დამნაშავეთა ჯგუფს შეუერთდა,ვითარცა “ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვისსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწვირისასა.”(პეტრ.ll-22). მიუხედავად არა ერთი მოწოდებისა და შეგონებისა, მან დანაშაულს დანაშაული დაუმატა და ჩაერთო ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ კამპანიაში მმართველი მღვდელმთავრის და ეპარქიის წინააღმდეგ. მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდის ეპისკოპოსის წინააღმდეგ, რათა ჩრდილი მიაყენოს მას და შფოთი შეიტანოს მრევლში.

1.3 განჩინება

საეპარქიო სასამართლომ იმსჯელა და განიხილა საქმის ფაქტობრივი მტკიცებულებები და განაჩინა: 

ბრალდებული მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნეს ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში (მოციქულთა მე-15;55-ე. IV მსოფ.18. VI.მსოფლ.34. ბასილი დიდის 64-ე. და სრულიად განიკვეთოს სამონაზვნო დასიდან, დაყვანილ იქნეს ერისკაცობამდე და დაუბრუნდეს ერის სახელს - ნატალია კუბლაშვილი. აეკრძალოს სამონაზვნო შესამოსლით შემოსვა,აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება.

მოცემული განჩინება ძალაში შედის მის ხელმოწერიდანვე  და ეგზავნება სამდივნოს არქივს", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები