ბრანისლავ ონდრუში – მართალია, არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს, თუმცა ვაფასებ მის ღიაობას პარტნიორული დიალოგისადმი


ავტორი
Front News საქართველო
ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკას უსამართლოდ მივიჩნევ. მართალია, არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს, თუმცა ვაფასებ მის ღიაობას პარტნიორული დიალოგისადმი, უცხოელ პარტნიორებთან და შიდა აქტორებთან ურთიერთობაში, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.
„ყველგან, სახელმწიფო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, მთავრობის წევრებშიც, ვხვდები ხალხს, რომელიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც პოლიტიკოსი, ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირის წევრობის სანიმუშო კანდიდატად მივიჩნევ.
როგორც ევროპარლამენტის წევრი, უარს ვაცხადებ რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო საქართველოს ევროპული ორიენტაცია. უფრო მეტიც, ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკას უსამართლოდ მივიჩნევ. მართალია, არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს, თუმცა ვაფასებ მის ღიაობას პარტნიორული დიალოგისადმი, უცხოელ პარტნიორებთან და შიდა აქტორებთან ურთიერთობაში. ჩემთვის სავსებით გასაგებია მთავრობის დაბალანსებული პოლიტიკა რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მიმართებით“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან ტელეკომპანია “იმედს” გაუგზავნა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს