ბრაუდერი – ეს არის პირველი ნაბიჯი, ამერიკა კიდევ უფრო შორს წავა, შეუძლია გაყინოს აქტივები

ავტორი
Front News საქართველო
დამერწმუნეთ, რომ აღარავის გაეღიმება, როცა ისინი გახდებიან სუბიექტი ამერიკის ხაზინის სანქციებისა და მათი აქტივები გაიყინება მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ “მაგნიტსკის აქტის” ავტორმა ბილ ბრაუდერმა განაცხადა.
“მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რეალურად არავის ეცინება – ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ ასე თავი მოგვაჩვენონ.
ეს არის პირველი ნაბიჯი, ამერიკა კიდევ უფრო შორს წავა, შეუძლია გაყინოს აქტივები და დამერწმუნეთ, რომ აღარავის გაეღიმება, როცა ისინი გახდებიან ამერიკის ხაზინის სანქციების სუბიექტი და მათი აქტივები გაიყინება მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა ბრაუდერმა “ფორმულას” ეთერში.
მისივე თქმით, გარედან ყველაფერი აუხსნელი და წარმოუდგენელია, რაც საქართველოში ხდება.
“ძალიან გულდასაწყვეტი სიტუაციაა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და თქვენც საქართველოში არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რუსეთმა დაიპყრო თქვენი ქვეყანა 2008 წელს და წაგართვათ სუვერენული ტერიტორიის ნაწილი. ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ, იცავდნენ თქვენ ქვეყანას და ამჟამად ვიმყოფებით ძალიან უცნაურ სიტუაციაში, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად დამპყრობლის მხარი დაიჭირა, იმ ქვეყნის, რომელმაც რაღაც საშინელებები ჩაიდინა თქვენს ტერიტორიაზე. გარედან ყველაფერი აუხსნელი და წარმოუდგენელია, რაც საქართველოში ხდება და ასეთი გადაწყვეტილება როგორ შეეძლო მიეღო საქართველოს ხელისუფლებას?!” – განაცხადა ბრაუდერმა.
თაგები:
ბილ ბროუდერი




