
ავტორი
Front News საქართველო
სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ პუტინის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობა და მათი მარიონეტები შედეგებს იმკიან, – ამის შესახებ მაგნიტსკის აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა განაცხადა.
“აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აწესებს გლობალურ მაგნიტსკის სანქციებს ქართველ ოფიციალურ პირებსა და ექსტრემისტებზე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ პუტინის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობა და მათი მარიონეტები შედეგებს იმკიან“, – განაცხადა ბრაუდერმა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს