
ავტორი
Front News საქართველო
“ლუსაილის” სტადიონზე, G ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ბრაზილიამ სერბეთი 2:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სერბები თავს კარგად იცავდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ბრაზილიელები გააქტიურდნენ და მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა.
62-ე წუთზე, ვინისიუს ჟუნიორის დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ მოიგერია, თუმცა რიჩარლისონმა დამატებაზე იაქტურა და ანგარიში გახსნა. 73-ე წუთზე ვინისუს ჟუნიორმა საჯარიმოში ჩააწოდა, რიჩარლისონმა კი აკრობატული ნახტომით ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა.
ზემოთხსენებული შედეგით G ჯგუფში ბრაზილია გალიდერდა, მეორე პოზიციას შვეიცარია იკავებს, მესამეზე კამერუნია, ხოლო მეოთხეზე სერბეთი.
ამ მატჩით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. 25 ნოემბერიდან იწყება მეორე ტური, ფეხბურთის გულშემატკივრები კი თითო სათამაშო დღეს ტრადიციულად ოთხ თამაშს იხილავენ.
25 ნოემბერს ჩატარდება შემდეგი შეხვედრები:
14:00 საათზე: უელსი – ირანი
17:00 საათზე: ყატარი – სენეგალი
20:00 საათზე: ნიდერლანდები – ეკვადორი
23:00 საათზე: ინგლისი – აშშ
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს