ბრძოლა ბახმუტისთვის – უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ და რიგ ადგილებში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა სექტორში 200-დან 1100 მეტრამდე მივდივართ. მტერი ამ მიმართულებით თავდაცვაზე გადავიდა და ცდილობდა შეეკავებინა პოზიციები. ახლა მტერი ამ მიმართულებით ახორციელებს რეზერვების კონცენტრირებას სიღრმიდან დაცვის მიზნით“, – განაცხადა მალიარმა.
მისივე თქმით, “ვაგნერის” დაქირავებულები რჩებიან აქა-იქ უკანა ქვედანაყოფებში, მაგრამ საომარი მოქმედებების ძირითადი ტვირთი ახლა რუსეთის ფედერაციის რეგულარულ არმიას, მათ შორის საჰაერო სადესანტო თავდასხმის დანაყოფებს ეკისრება.
“ამდენი ხანი შევინარჩუნეთ ბახმუტის მიმართულება და ახლა უკვე შესაძლებელია შეტევა, სხვათა შორის, წინასწარ მომზადებული სიმაგრეების წყალობით. ირგვლივ მთელი ტერიტორია ფაქტობრივად გამაგრებული ტერიტორიაა. სიმაგრეები მომზადდა წინასწარ ჩვენი ჯარების ძალებით და
ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციებით. ისინი აშენდა საფუძვლიანად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტში “ვაგნერის” 21 000 დაქირავებული მებრძოლი გაანადგურა, დაშავდა კიდევ 60 000.
დღეს კი, 7 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ მოძრაობას ფლანგებზე, მტერი კარგავს პოზიციებს.
თაგები:
ბახმუტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს