ბრიტანელი ექსპერტი – მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ


ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანელი ექსპერტის, ფსიქიატრის კორნელიუს კატონის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დაუზუსტებელი დემენცია.
როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დისტანციური გამოკითხვისას განაცხადა, მკურნალობა ვერ იქნება ეფექტური, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება გარემოში, სადაც ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
“ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და ეს დებულება ასევე არის სრულ თანხმობაში დოქტორ გოლდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით, განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც გააჩნიათ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში. მისი პატიმრობა არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ მისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დემენცია იქნეს ადეკვატურად ნამკურნალევი. მე 12.5 პუნქტში ვეთანხმები დოქტორ ლაჰანსა და გოლდსმიტს, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობს”, – განაცხადა ექსპერტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს