Logo

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩიეს

მსოფლიო
716
Frontnews image description

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩიეს. 

 

ლიზ ტრასი მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერი გახდა.

 

ახალი პრემიერი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს. აუდიენციაზე დედოფალი პრემიერს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს.

 

კონსერვატიული პარტიის ლიდერის და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობისთვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთად ხაზინის ყოფილი კანცლერი რიში სუნაკიც იბრძოდა.

 

2015 წლიდან დღემდე ლიზ ტრასი გახდება ბრიტანეთის მეოთხე პრემიერი კონსერვატიული პარტიიდან.

თაგები:

ლიზ თრასი
Advertisement