ბრიტანეთის საელჩო – სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო


ავტორი
Front News საქართველო
გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო, – ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.
გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.
სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
დიდი ბრიტანეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს