ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე უოლესი შესაძლოა, მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეცვალოს


ავტორი
Front News საქართველო
Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მოქმედმა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ შესაძლოა, ბენ უოლესი თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვალოს.
სავარაუდო კანდიდატად ასევე განიხილება უშიშროების მინისტრი ტომ ტუგენდატი, ტერიტორიული არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საკადრო ცვლილებებს სავარაუდოდ, სექტემბერში განახორციელებს, რათა განაახლოს მთავრობა მომავალი წლის არჩევნების წინ.
თავდაცვის მინისტრის პოზიცია სუნაკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის ომის გათვალისწინებით და კლევერლის ამ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
The Times-მა ბრიტანეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უოლესი შესაძლოა, შემოდგომაზე თანამდებობიდან გადადგეს.
თავად უოლესმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ იგი დატოვებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის თანამდებობას და მომავალ არჩევნებში კანდიდატად არ წარდგება.
თაგები:
ჯეიმს კლევერლი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს