ბრიტანეთმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა


ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება თემთა პალატამ დღეს ერთხმად მიიღო.
შესაბამისი რეზოლუცია თემთა პალატაში კონსერვატიული პარტიის დეპუტატმა პოლინ ლეტჰემმა წარადგინა. მან გაიხსენა, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში შიმშილი ხელოვნური იყო და პარალელები გაავლო უკრაინაში არსებულ ვითარებასთან, როდესაც რუსეთი იპარავს უკრაინულ მარცვლეულს.
ბრიტანელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების აუცილებლობას. ისინი ამას უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის დემონსტრირებად და იმის სიგნალად აღიქვამენ, რომ შიმშილი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ომის საშუალება.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად ამ დრომდე 20-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა.
თაგები:
ჰოლოდომორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს