ბრიტანეთში ძლიერი თოვის გამო აეროპორტები დაკეტილია, შეფერხებებია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლაზე


ავტორი
Front News საქართველო
დიდ ბრიტანეთში ორი დღეა, ძლიერი თოვაა.უამინდობის გამო ქვეყნის მასშტაბით აეროპორტები დაიკეტა, შეფერხებებია გზებსა და რკინიგზაზეც.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტში გუშინ 50-ზე მეტი რეისი გაუქმდა. სტანსტედის აეროპორტში სრულად დახურულია ასაფრენი ბილიკები, დახურულია გეთვიკის აეროპორტიც.
გარდა ამისა, ბრიტანეთში ძლიერმა თოვლმა, ყინულმა და ცუდი ხილვადობამ საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა, დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით ავტოსაგზაო შემთხვევები და საცობები.
უამინდობის გამო შეფერხებულია მატარებლების მოძრაობაც.
მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უამინდობა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღე გაგრძელდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს