ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრს გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ პირად რეზიდენციაში უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრს გენერალ ქრისტოფერ კავოლიმ პირად რეზიდენციაში უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის, საქართველოს საჭიროებებზე მორგებული დოკუმენტისა და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს