ბუბა კიკაბიძე – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ, ტანკით გადაგვიარეს, არ შეიძლება ასე

ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
კიკაბიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია.
“სერიოზულად ავად არის, ძალიან, ძალიან. მემგონი, სასწრაფოდ წასაყვანია, რადგან თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენს თავზე დავიდეთ, მერე რაც მოხდება, უკვე გვიან იქნება, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში. ადრე ვიყავი ზელენსკისთან და სხვათაშორის, მესამე დღეს გამოაგზავნა უფლებადამცველი. მინდა, ვთხოვო, რომ ოფიციალურადაც თქვას მისი აზრიც.
მინდა, ვუთხრა ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. მინდა, ნიკა, მოგიკითხო და მაგრად გაკოცო. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას ახლა თავისი ძალიან სერიოზული პრობლემები ეწყება. სჯობს, თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაიმხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ, მე მგონია, თუ კიდევ რაიმე აქვთ ადამიანობის, გაუშვებენ.
ნებისმიერ დროს, საქართველოს დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ, ტანკით გადაგვიარეს. არ შეიძლება ასე.
მიშას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ნიკას მალე გამოსვლას“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.





