ბუდანოვი – გერასიმოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დადასტურება უკრაინის დაზვერვას არ გააჩნია


ავტორი
Front News საქართველო
მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს, გაჩნდა ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის შესაძლო გარდაცვალების შესახებ, თუმცა უკრაინის დაზვერვას ამ ინფორმაციის დადასტურება არ გააჩნია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
უკრაინელმა სამხედროებმა 4 იანვარს არაერთი თავდასხმა განახორციელეს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.
მოგვიანებით ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შედეგად შესაძლოა, მოკლული ან დაშავებული ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.
თაგები:
კირილ ბუდანოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს