ბუდანოვი – მშვიდობიან მოქალაქეებს “ყირიმის ხიდით” სარგებლობას არ ვურჩევ, მტერს ახალი სიურპრიზები ელის


ავტორი
Front News საქართველო
მშვიდობიან მოქალაქეებს “ყირიმის ხიდით” სარგებლობას არ ვურჩევ, მტერს ახალი სიურპრიზები ელის, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
“ყველა ადრინდელი ამოცანა შესრულებულია. რუსეთმა დაკარგა გემების მეოთხედი და იძულებული გახდა ფლოტი გაეყვანა კავკასიის სანაპიროზე. მტერმა ასევე გადაიყვანა ავიაცია, რადგან ყირიმის აეროდრომები და სამხედრო ობიექტები მუდმივად ჩვენი ცეცხლის გავლენის ქვეშ არიან.
ჩვენ უაღრესად მოვალენი ვართ ყირიმის უკრაინელი მცხოვრებლების წინაშე, რომლებმაც არამარტო გააძლიერეს წინააღმდეგობა ოკუპანტების მიმართ, არამედ პოულობენ შესაძლებლობას, თვალყური ადევნონ ნახევარკუნძულზე მთელ ოპერაციულ სიტუაციას და ეს ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად გადმოგცეთ”, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, უკრაინამ კიდევ ერთი დაპირება შეასრულა – 2023 წელს ყირიმს სპეცრაზმი ეწვია.
“მტრებს ახალი სიურპრიზები ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. “ყირიმის ხიდის” გამოყენებას არ ვურჩევ“, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.
თაგები:
კირილ ბუდანოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს