ბუდანოვი – ომი დიდხანს არ გაგრძელდება, რუსეთი ფიზიკურად დიდხანს ვერ გასტანს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, საომარი მოქმედებები დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ოკუპანტები ფიზიკურად ომს დიდხანს ვერ გააჭიანურებენ.
“მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მტერზე”, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, ყველას აქვს საკუთარი გაგება “გრძელვადიან პერიოდთან”. “შესაძლოა, ომი რუსეთის ფედერაციასთან კიდევ ექვსი თვე, შვიდი თვე ან ერთი წელი გაგრძელდეს, ზოგისთვის კი ეს დიდი დროა”, – განაცხადა ბუდანოვმა.
თაგები:
კირილ ბუდანოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს