ბუდანოვი – პრიგოჟინმა და შოიგუმ ძალაუფლებისა და ფულისთვის ერთმანეთის დაღრღნა დაიწყეს


ავტორი
Front News საქართველო
“ვაგნერს” და რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობას შორის დავა უკრაინელ სამხედროებს ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფად გათავისუფლებაში დაეხმარება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთში სამხედრო სარდლობამ “ძალაუფლებისა და ფულისთვის ერთმანეთის დაჭმა” დაიწყო. ამავდროულად, “ვაგნერის” ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს რუსეთის ფედერაციის სარდლობასა და თავდაცვის სამინისტროზე.
“მოხდა ის, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ. უკრაინელი ერის სიმტკიცე და გამბედაობა, დასავლელი პარტნიორების არასაკმარისი დახმარების მიუხედავად, დაგვეხმარა რუსეთის აგრესიის მძიმე დღეების გადატანაში”, – წერს დაზვერვის ხელმძღვანელი.
ბუდანოვს მიაჩნია, რომ კონფლიქტი პრიგოჟინსა და შოიგუს შორის დაეხმარება უკრაინელ სამხედროებს სწრაფად გაათავისუფლონ უკრაინა და ის ტერიტორიები, რომლებსაც სურთ გახდნენ ძლიერი, უძლეველი ქვეყნის ნაწილი.
23 ივნისს, საღამოს, “ვაგნერის” დამფუძნებელმა დაადანაშაულა რუსული რეგულარული არმია მისი დაქირავებული ჯარისკაცების ბანაკებზე თავდასხმაში, რის შედეგადაც, “უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა”.
პრიგოჟინი საპასუხოდ დაიმუქრა, რომ შეაჩერებს ბოროტებას, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას. მან პირობა დადო, რომ დასჯის მათ, ვინც „ვაგნერელების“ ლიკვიდაციაში მონაწილეობდა და არ დაინდობს არავის, ვინც ხელს შეუშლის.
პრიგოჟინის თქმით, ის და მისი 25 000 ჯარისკაცი ქვეყანაში უკანონობის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდართან კავშირს უარყოფს.
თაგები:
კირილ ბუდანოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს