ბუდანოვი – ყირიმის დეოკუპაციისთვის საჭირო იქნება სახმელეთო ოპერაცია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა აუცილებლად გაათავისუფლებს ყირიმს რუსი ოკუპანტებისგან. ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის საჭირო იქნება სახმელეთო ოპერაცია, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი სპეცოპერაცია მნიშვნელოვანია, რომ ხალხს სჯეროდა უკრაინის გამარჯვების.
“იმისათვის, რომ მათ ახსოვდეთ და დაიჯერონ, რომ გამარჯვება შორს არ არის და მათი განთავისუფლება არ არის შორს, რომ არავის დაავიწყდა ისინი. და როდესაც ყირიმზე გარკვეული დარტყმები განხორციელდება, ამით ყველაფერი არ დასრულდება. იქნება საფუძველი. იქნება სახმელეთო ოპერაცია, იქნება სახლში დაბრუნება. მალე ყველა სახლში დაბრუნებას დაელოდება“, – განაცხადა ბუდანოვმა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის პირადი შემადგენლობა რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე 24 აგვისტოს გადასხეს.
“სპეცოპერაციის ფარგლებში პირადი შემადგენლობა ყირიმის ნახევარკუნძულზე იმყოფებოდა. ეს სპეცოპერაცია დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩაატარეს. სპეცოპერაციის მიზნები მიღწეულია. დანაკარგი არ არის. სპეცოპერაცია გრძელდება, ყველა დეტალს არ გავამხელ, მტერს აქვს დანაკარგი“, – განაცხადა იუსოვმა.
თაგები:
კირილ ბუდანოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს