Logo

ბუდანოვი – რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დამატებით დანაღმეს

უკრაინა
1319
Frontnews image description

რუსმა ოკუპანტებმა დამატებით დანაღმეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, კერძოდ, დანაღმულია სადგურის გამაგრილებელი აუზი, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გაანადგურეს, დაარღვიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლებზე წყლის ნორმალური წვდომა.

 

“მეორე, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დამატებით იქნა დანაღმული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დანაღმულია გამაგრილებელი. თუ მას მწყობრიდან გამოიყვანენ, დიდია ალბათობა იმისა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები იყოს”, – განაცხადა ბუდანოვმა.

 

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს, ობიექტს რუსული კომპანია “როსატომი” აკონტროლებს. პარალელურად, სადგურში ოკუპანტების კონტროლის ქვეშ უკრაინელი პერსონალი მომსახურებას აგრძელებს.

 

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტები ბოლო დროს სადგურის მილიტარიზაციას აძლიერებენ.

 

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ატომური ელექტროსადგურისთვის რისკები გაიზარდა. რუსების მიერ კაშხლის განადგურებამ საფრთხე შეუქმნა ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უსაფრთხოებას გამაგრილებელ აუზში წყლის დონის შემცირების გამო.

 

ამასთან დაკავშირებით, 15 ივნისს სადგური IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ დაათვალიერა. მისი თქმით, წყლის დონე რჩება საკმარისად, რათა სადგურმა შეძლოს უსაფრთხოების დაცვა “გარკვეული დროით“.

 

ამავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთს სურს ძირი გამოუთხაროს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რათა მოხდეს სიტუაციის დესტაბილიზაცია უკრაინაში და ასევე “მსოფლიოზე მოახდინოს ზეწოლა კიევზე კონფლიქტის შეწყვეტის მოთხოვნით”.

Advertisement