ბუდანოვი – რუსეთი ვერასოდეს განახორციელებს უკრაინის განადგურების მზაკვრულ გეგმებს

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი ვერასოდეს განახორციელებს უკრაინის განადგურების მზაკვრულ გეგმებს, 2024 წელი იქნება უკრაინელების ბრძოლის გაგრძელების წელი საკუთარი მიწისა და დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი დამცველების ბრძოლის, გმირობისა და გამბედაობის წელია.
“დამანგრეველ მარცხს მივაყენებთ რუსებს ჩვენი სამშობლოს გასათავისუფლებლად. შობის ვარსკვლავმა მოგვცეს ძალა და ამოუწურავი ენერგია მტერთან საბრძოლველად, ხოლო წელი, რომელშიც ჩვენ შევდივართ, მოუტანს უკრაინას გამარჯვებას, რომელსაც დიდი ხანია, ელოდება”, – განაცხადა ბუდანოვმა.
თაგები:
კირილ ბუდანოვი




