ბუდანოვი – სამხედრო ტყვეების გაცვლა უახლოეს მომავალში მაინც შედგება


ავტორი
Front News საქართველო
უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა მოხდება, ახლა უკრაინული მხარე ამისთვის ყველაფერს აკეთებს, – ამის შესახებ უკრაინის სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
“ჩვენი ხალხის სიცოცხლეს – სამხედროს თუ სამოქალაქოს – არ უნდა დაემუქროს საფრთხე იმ საშინელ პირობებში, სადაც ისინი იქ არიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეიძლება გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, რომ გაცვლა მოხდება უახლოეს მომავალში”, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, უკრაინა საბოლოოდ გაარკვევს რა მოხდა ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის ეპიზოდთან და ბორტზე თითქოს სამხედრო ტყვეების ყოფნასთან დაკავშირებით.
3 იანვარს უკრაინასა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ტყვეთა ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა. უკრაინამ 230 დამცველის დაბრუნება მოახერხა.
24 იანვარს ტყვეთა 50-ე გაცვლა უნდა მომხდარიყო, თუმცა ბელგოროდის მახლობლად ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ჩაიშალა. რუსები ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავში ათობით უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, თუმცა უკრაინა ამას არ ადასტურებს.
თაგები:
კირილ ბუდანოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს