ბუდანოვი – უკრაინაზე ბირთვული დარტყმა არ იქნება, რუსეთის ხელისუფლებაში არც ისე ბევრი იდიოტია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას არ აპირებს.
ჟურნალ The Economist-ისთვის მიცემულ კომენტარში ბუდანოვმა განაცხადა, რომ ომის ცხრა წლის განმავლობაში მან ისწავლა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის რისკების შეფასება.
“როგორც დაზვერვის უფროსი, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ მოხდება. რუსეთის ფედერაციის მიმართ მთელი ჩემი მტრული განწყობის მიუხედავად, იქ ხელმძღვანელობაში ამდენი იდიოტი არ არის”, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, მშვიდობა შეუძლებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხებისა და ძალაუფლების რეფორმირების გარეშე.
“ან ყველა შეწყვეტს ომს ერთდროულად, ან ერთი მხარე წააგებს და მეორე მოიგებს. სხვა ვარიანტი არ არსებობს”, – განაცხადა ბუდანოვმა.
თაგები:
კირილ ბუდანოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს