ბუდანოვის მეუღლის მოწამვლა დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა – რა არის ცნობილი მკვლელობის მცდელობის შესახებ


ავტორი
Front News საქართველო
მარიანა ბუდანოვას მოწამვლას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ადასტურებს. მათი განცხადებით, მედიაში ადრე გამოქვეყნებული ინფორმაცია სახელმწიფო დაზვერვის უფროსის მეუღლესთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამება.
თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის განცხადებით, მარიანა ბუდანოვა მართლაც მოწამლული იყო მძიმე მეტალებით და ახლა მკურნალობის დასკვნით კურსს გადის.
სამართალდამცავ უწყებებში აცხადებენ, რომ პოლიციას არ მიუღია განცხადება ბუდანოვის მეუღლის მოწამვლის შესახებ, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება.
ბუდანოვა სავარაუდოდ, “მოწამლული იყო საკვებით”. ჯერჯერობით უცნობია, იყო ეს ერთჯერადი მოწამვლა, თუ მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა წამლავდნენ.
რაც შეეხება კირილ ბუდანოვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოწამლული არ არის.
სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს უფროსის მეუღლის მკვლელობის შესაძლო მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
თაგები:
კირილ ბუდანოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს