Logo

ბუდრისი - ჩვენ გვჭირდება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღდგეს, ეს კი გულისხმობს სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას და შემდგომ ნაბიჯებს

პოლიტიკა
183
Frontnews image description

ჩვენ გვჭირდება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღდგეს, ეს კი გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას და შემდგომ ნაბიჯებს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ზომებს, რომელსაც  საქართველოს რეჟიმი მიმართავს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია.

"არსებული ვითარება ისაა, რისკენაც მოვუწოდებდით ერთი წლის წინ. ჩვენ გვჭირდება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღდგეს, ეს კი გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას და შემდგომ ნაბიჯებს, მაგრამ ვხედავთ, რომ პროცესი დეგრადირებს, დემოკრატია კი უკან მიდის. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ლიეტუველ ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა, ისევე როგორც ქართველ ხალხს, რომელსაც ჰქონდა ევროპული პერსპექტივა და დიდი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან წევრობის საკითხზე.

მე კვლავ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ არსებული ვითარება ამასთან შეუთავსებელია. ზომებს, რომელსაც რეჟიმი მიმართავს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მიმართ და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ რეჟიმი საქართველოში შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიულად სად არის საქართველოს ადგილი. როდესაც მსოფლიოში უზარმაზარი პოლიტიკური ცვლილებებია, სად ვართ, ან მსოფლიოს რომელ ნაწილთან ერთად?!", - განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები